ელისაშვილი – “ნაცმოძრაობას” რევოლუცია უნდოდა და არ გამოუვიდა, არიან ახლა თავჩაქინდრულები

“ნაციონალურ მოძრაობას” რევოლუცია უნდოდა და არ გამოუვიდა – არიან ახლა თავჩაქინდრულები, რაც უნდათ იკონსულტაციონ, – ასე ეხმიანება “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებას, რომ პარლამენტში შესვლის საკითხის ირგვლივ კონსულტაციები იქნება როგორც პარტიის შიგნით, ასევე არასაპარლამენტო და იმ პარტიებთანაც, რომლებმაც შარლ მიშელის შეთანხმებას ხელი მოაწერეს.

ელისაშვილის თქმით, აქტუალური არ არის საკითხი, შევა თუ არა “ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტში და რეალურად, მოსახლეობას სხვა პრობლემები აწუხებს.

“საერთოდ არ მაინტერესებს “ნაციონალურმა მოძრაობამ” რა კონსულტაციები დაიწყო. ფაქტია, რევოლუცია უნდოდათ, არ გამოუვიდათ და არიან ახლა თავჩაქინდრულები – ვითომ რაღაც კონსულტაციებს იწყებენ. რაც უნდათ იკონსულტაციონ. “ნაციონალები” შემოვლენ თუ არა, საერთოდ არ არის აქტუალური. დარწმუნებული ვარ, თვითონ “ნაციონალების” და ერთი ორი კინკილა ტელევიზიის გარდა არავის აინტერესებს შემოვლენ თუ არა,”- განაცხადა ელისაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმელია – გიორგი გახარია პოსტიდან წასვლით პასუხისმგებლობას გაექცა
შემდეგი სტატიავასაძისა და კეკუტიას შეხვედრა