ვასაძისა და კეკუტიას შეხვედრა

ზუგდიდში, ბოტანიკურ ბაღში ლევან ვასაძე მოსახლეობას შეხვდა. ადგილზე მას რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი კლიმენტი კეკუტია დახვდა. როგორც კეკუტიამ ჟურნალისტებთან თქვა, ის ვასაძეს როგორც მის მეგობარს ისე დახვდა და მასთან ერთად პოლიტიკაში ჩართვას არ აპირებს.

რაც შეეხება ლევან ვასაძის პოლიტიკურ გეგმებს, ვასაძე ამბობს, რომ ის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკის ნაწილს არ ეთანხმება. მისი თქმით, მიიღებს თუ არა არჩევნებში მონაწილეობას, ამას საზოგადოებასთან შეხვედრისა და მათი აზრის მოსმენის შემდეგ გადაწყვეტს.

ლევან ვასაძემ 6 მაისს თქვა, რომ პარტიას “ერთობა, რაობა, იმედი” აფუძნებს და პოლიტიკაში მოდის.

banner
წინა სტატიაშიელისაშვილი – “ნაცმოძრაობას” რევოლუცია უნდოდა და არ გამოუვიდა, არიან ახლა თავჩაქინდრულები
შემდეგი სტატიათიბისი ბიზნესი VIS Kitchen-ის პარტნიორია