ელისაშვილი: მიხეილ სააკაშვილს საქართველოში ბომბდამშენით შემოაფრენს, თუ წყალქვეშა ნავით მტკვარში ამოვლენ

რთული წარმოსადგენია, სახალხო მოძრაობამ რა უნდა ქნას, საზღვარი უნდა გაარღვიოს, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ბომბდამშენით შემოაფრინოს და დასვას, თუ წყალქვეშა ნავით მტკვარში უნდა ამოვიდნენ? – ეს ყველაფერი ცოტა იუმორისტული ჟანრია – ამის შესახებ ჟურნალისტებს ოპოზიციონერმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა განუცხადა, რომელიც თაკო ჩარკვიანის განცხადებას გამოეხმაურა.

ელისაშვილის თქმით, თაკო ჩარკვიანს და ყველას კანონის ფარგლებში უფლება აქვთ, თუ უნდათ სახალხო მოძრაობა ან სახალხო ლაშქარი შექმნან, მაგრამ საეჭვოა, რომ მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში დაბრუნება გაბედოს, რადგან მას ციხე ელოდება.

„რამდენიმე მუხლია, რაზეც ღლიცინებენ, მაგრამ ფაქტია, რომ ვალერი გელაშვილი დღისით-მზისით სააკაშვილმა სპეცრაზმს აცემინა ისევე, როგორც გაატაცებინა კობა დავითაშვილი, რომელიც იმდენად სასტიკად აცემინა, რონ მთელი ცხოვრება დავითაშვილი ამით იტანჯებოდა. სააკაშვილს ამ ბრალის გამო, ციხეში ჩაჯდომა მოუწევს. „პიჯაკების საქმე“ არის საღლიცინო და კი ბატონო, მაგრამ კონკრეტული ფაქტებია, რაც ყველამ ვიცით და დადასტურებულია. სააკაშვილმა იცის, რომ მას აუცილებლად ელოდება ციხე. შესაბამისად, გამოვრიცხავ, რომ ჩამოვიდეს“, – განაცხადა ელისაშვილმა.

ოპოზიციონერი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების რეალურ მექანიზმსა და პერსპექტივას ვერ ხედავს.

„ამ ხელმოწერას ფასი აღარ აქვს. შესაბამისად, ვერ ვხედავ რეალურ მექანიზმს, თუ როგორ შეიძლება მმართველ პარტიას ვადამდელი არჩევნები დაანიშნინონ, ამიტომ საკითხის მიმართ გულგრილი ვარ. ამ პოზიციის გამო თავს მესხმიან, რადგან საკუთარი უმწეობის აღიარება არ უნდათ. ვადამდელი არჩევნების შექმნის წინაპირობები არ არსებობს – ასეთი წინაპირობა შარლ მიშელის დოკუმენტი იყო, რომელიც ანულირებულია იმ პარტიის მიერ, ვინც ვადამდელი არჩევნები უნდა დანიშნოს”, – განაცხადა ელისაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილი: როგორ შეიძლება, რეფერენდუმი გამოაცხადოს 20%-იანმა პარტიამ და მათზე მიკედლებულმა 2-3%-იანმა პარტიებმა
შემდეგი სტატია“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი ეუთოს სადამკვირვებლო კომისიის ხელმძღვანელს შეხვდა