ელისაშვილი ღარიბაშვილზე – “ნაციონალების” ცოცხლად შეჭმა უნდა

ალეკო ელისაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერმინისტრობას მხარს არ დაუჭერს. “მოქალაქეების” ლიდერი ამბობს, რომ “ოცნებამ” შეარჩია ყველაზე კონფრონტაციული კანდიდატურა იმის ნაცვლად, რომ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისკენ გადაედგა ნაბიჯი:

ყველაზე კონფრონტაციული ადამიანი შეარჩიეს, ვისაც ლამის “ნაციონალების” ცოცხლად შეჭმა უნდა. როგორც ჩანს, განაგრძობენ ჯიუტად უგუნური დაპირისპირების პოლიტიკას…

მხარს არ დავუჭერთ ღარიბაშვილის მთავრობას. ვინც ყველაზე რადიკალური და კონფრონტაციული იყო “ოცნებაში”, ის დააბრუნეს პრემიერად. მე ის მაინტერესებს, ქვეყანას რა ელოდება წინ. მართლა ყველამ შევავსოთ და გერმანიაში ყანაში სამუშაოდ მთელი საქართველო უნდა წავიდეთ თუ ქვეყანას რამე ეღირსება. ეს არის მთავარი დარდი”, – ამბობს ელისაშვილმა

banner
წინა სტატიაშიგივი თარგამაძე – ირაკლი ღარიბაშვილი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან ჩამოცილების მოკლე გზაა
შემდეგი სტატიაარჩილ თალაკვაძე – პარლამენტი მთავრობის შემადგენლობას უახლოეს დღეებში დაამტკიცებს