გივი თარგამაძე – ირაკლი ღარიბაშვილი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან ჩამოცილების მოკლე გზაა

ირაკლი ღარიბაშვილი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან ჩამოცილების მოკლე გზაა, რადგან ის აუცილებლად განახორციელებს ყველა იმ საძაგლობას, რასაც მანამდეც აკეთებდა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გივი თარგამაძემ ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დასახელებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ყველა შემთხვევაში დასრულდება, თუმცა ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის შემთხვევაში, ეს სიბნელის გავლით მოხდება.

„ვთვლი, რომ საზოგადოება არ აინტერესებთ, უბრალოდ ირაკლი ღარიბაშვილი ყოველთვის იყო „ქართული ოცნების“ ყველაზე შავბნელი ნაწილის იმედი და საყრდენი. ვფიქრობ, ივანიშვილი ხვდება, რომ ამ პარტიაში მხოლოდ ეს ნაწილი რჩება და ახლა ცდილობს მის გაძლიერებას.

ვთვლი, რომ ირაკლი ღარიბაშვილი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან ჩამოცილების მოკლე გზაა, რადგან ის აუცილებლად განახორციელებს ყველა იმ საძაგლობას, რასაც მანამდეც აკეთებდა და ბუნებრივია, საზოგადოება ამას არ მიიღებს. მათი გადასაწყვეტია, როგორ ურჩევნიათ, რომ დამთავრდეს ეს ყველაფერი. მათი ასარჩევია, ურჩევნიათ, რომ ისევ იმ სიბნელისკენ წავიდნენ, ღარიბაშვილის „ქართული მარში“ და ა.შ. თუ ცივილიზაციისკენ გადადგან ნაბიჯი და ყველაფერი დამთავრდეს რიგგარეშე არჩევნებით, რომელიც ღარიბაშვილის შემთხვევაშიც დამთავრდება, ოღონდ რაღაც სიბნელის გავლით“, – განაცხადა გივი თარგამაძემ.

ვირუსის ბლოკატორები