ელისაშვილი – არის სივრცე, რომ საერთო ჯამში, მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, რაც ვითარებას განმუხტავს

region
ავტ.: region ნოემბერი 12, 2020 18:50

ელისაშვილი – არის სივრცე, რომ საერთო ჯამში, მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, რაც ვითარებას განმუხტავს

არის სივრცე, რომ საერთო ჯამში მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, რაც ვითარებას განმუხტავს. ორივე მხარეს გვესმის, რომ არ არის მარტივი ვითარება, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, მომდევნო შეხვედრა უახლოეს მომავალში გაიმართება.

„მოლოდინი იმისა, რომ დღეს შევთანხმდებოდით და ამით ვითარება განიმუხტებოდა, რა თქმა უნდა, არ გვქონია. ერთადერთი, რაზეც შევთანხმდით, უახლოეს დღეებში კიდევ ერთი შეხვედრა იქნება ელჩების შუამავლობით. გვქონდა ჩვენი ხედვა და არგუმენტები, თუ რატომ გაყალბდა არჩევნები. ასევე ჩვენეული გამოსავალი ვთქვით ოპოზიციის წარმომადგენლებმა, ბატონ თალაკვაძეს ჰქონდა თავისი არგუმენტები, რომ არ გაყალბებულა მასშტაბურად არჩევნები და რაღაც გარკვეული გამოსავლის მსგავსი შემოგვთავაზა, ამ დეტალებზე ვერ ვილაპარაკებ. დახურულ კარს მიღმა მოლაპარაკებების გამოტანა წესი არ არის, როცა არ არის დასრულებული შეხვედრა. პროცესი დიძრა და მოლაპარაკება მიმდინარეობს, თავისთავად ეს არის კარგი. მომდევნო შეხვედრა უახლოეს მომავალში იქნება. მოთხოვნების გადახედვას არ ვაპირებთ, ჩვენ ჩვენი მოთხოვნები ვუთხარით, პრინციპში ჩვენი მოთხოვნა იყო ერთი და იგივე და ერთსულოვანი, მოლაპარაკების მომდევნო რაუნდზე ყველაფერი ალბათ, უფრო მკაფიო იქნება. კონსესუსისთვის სივრცე რომ არ იყოს, არც დღეს შევხდებოდით და არც მომდევნო შეხვედრას დავთქვამდით. არის სივრცე, რომ საერთო ჯამში, მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, რაც ვითარებას განმუხტავს. ორივე მხარეს გვესმის, რომ არ არის მარტივი ვითარება“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

region
ავტ.: region ნოემბერი 12, 2020 18:50