ელექტროენერგიის საფასურის საკითხი “სემეკის” დღევანდელ გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული

გაიზრდება თუ არა ელექტროენერგიის საფასური მოქალაქებისთვის – ეს მარეგულირებელი კომისიის დღევანდელ გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული. კომისიის წევრები ჰიდოელექტროსადგურების ტარიფის ზრდაზე იმსჯელებენ.

რამდენიმე უმსხვილეს ჰესს ტარიფი უკვე გაეზარდა. დღეს სემეკი კიდევ 10-ის ტარიფს განიხილავს – საუბარია ენერგო-პრო ჯორჯიას საკუთრებაში არსებულ ჰიდროელექტროსადგურებსა და ზაჰესზე.

მარეგულირებელმა კომისიამ პროდუქციის გაძვირების ნებართვა 4 თბოელექტროსადგურს უკვე მისცა. უშუალოდ მოსახლოებისთვის ელექტროენერგიაზე ტარიფებს კი სემეკი 26 დეკემბერს ჩანიშნულ სხდომაზე იმსჯელებს.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ მარნეულში დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავა
შემდეგი სტატია“ასე უცბად გაუფასურება და შედარებით გამყარება, ეტყობა ადგილობრივი პროცესია” – ზაზა ხუციშვილი ლარის გაუფასურებაზე