ექსპერტების პროგნოზების მიუხედავად, საპარლამენტო უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში მთავრობის მიერ წარმოდგენილი ეკონომიკური გეგმა გაამართლებს.
„გეგმის შედეგებს ვნახავთ აუცილებლად მომავალ წელს. იმიტომ, რომ ის არ არის ერთ და ორ დღეზე გათვლილი გეგმა და ეკონომიკა აუცილებლად წავა წინ, ამის დიდი იმედი გვაქვს, მაგრამ ასეთი პატარა რყევები, ეს უკვე ფინანსისტებს უნდა ვკითხოთ. იყო ამოვარდნები, რომელსაც სპეციალისტები იტყვიან რისი ბრალია, ასე უცბად გაუფასურება და დღეს შედარებით გამყარება, ეს რაღაცა ეტყობა ადგილობრივი პროცესია,“ – განაცხადა ზაზა ხუციშვილმა.