ელექტროენერგიის საფასური რეგიონების მცხოვრებლებსაც გაეზარდათ

თბილისის გარდა ელექტროენერგიის საფასური რეგიონებშიც გაიზარდა. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტარიფზეც სემეკმა დღეს იმსჯელა და მიღებული გადაწყვეტილებით, 2018 წლის 1-ელი იანვრიდან როგორც საყოფაცხოვრებო, ასევე კომერციული სექტორებისთვის ელექტროენერგიის ფასი კილოვატ საათზე 1,28 თეთრით მოიმატებს. კერძოდ, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით, საყოფაცხოვრებო სექტორში შემდეგი ტარიფი დადგინდა: 101 კვტ საათის ჩათვლით, ელექტროენერგიის მომხმარებლებისთვის გადასახადი ნაცვლად 12,954 თეთრისა, განისაზღვრა 14,23666 თეთრით, 101 კილოვატიდან 301 კვტ საათის ჩათვლით, სამომხმარებლო ტარიფი ნაცვლად 16,931 თეთრისა, განისაზღვრა 18,21366 თეთრით, 301 კვტ საათიდან მომხმარებლებისთვის კი, ტარიფი ნაცვლად 21,450 თეთრისა განისაზღვრა 22,73266 თეთრით.

banner
წინა სტატიაშირატიანის საქმის მოწმე – დავინახე, რომ რატიანი წინააღმდეგობას უწევდა პოლიციელებს
შემდეგი სტატიარაულ ქირია: პოეტი, ცნობილი სახე, პატრიარქს რომ აგინებს რას ნიშნავს?!