რატიანის საქმის მოწმე – დავინახე, რომ რატიანი წინააღმდეგობას უწევდა პოლიციელებს

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც მოსამართლე პოეტ ზვიად რატიანის შესაძლო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე მსჯელობს, მოწმე ელენე გალინკა დაიკითხა.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი სასამართლოდან იტყობინება, მოწმე აცხადებს, რომ ზვიად რატიანის დაკავებისშემდგომი ვითარება ნახა.

მოწმედ დაკითხული „სილქნეტის“ პროგრამისტი, ელენე გალინკა აცხადებს, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე მუშაობს და მომხდარი ფანჯრიდან დაინახა.

“ის მთვრალი იყო, იგინებოდა. წინაამღდეგობას უწევდა პოლიციელებს, ძლივს ჩასვეს ავტომობილში. მანქანიდან ცდილობდა, რომ ფეხით შეხებოდა პოლიციელებს. როდესაც ფანჯრიდან გადმოვიხედე, უკვე ტროტუარზე იჯდა და ბორკილები ედო“, – აცხადებს მოწმის სახით დაკითხული ელენე გალინკა.

banner
წინა სტატიაშივერ დავუშვებთ ვერანაირ ხარვეზს და ვერც ამ თემით სპეკულაციას – კახა კალაძე კომპანია “ელფის” ბრალდებებს პასუხობს
შემდეგი სტატიაელექტროენერგიის საფასური რეგიონების მცხოვრებლებსაც გაეზარდათ