ელენე ხოშტარია: წულუკიანმა ჩაიდინა ბოროტება

“წულუკიანმა ჩაიდინა ბოროტება, აფრქვია სიძულვილი, ძალადობა, დაარღვია კანონი და გამოავლინა მონური საბჭოთა მენტალობა ბელადის ძახილში. ფსიქიკური ჯანმრთელობა რა შუაშია? ან ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა ბოროტებასთან რატომ უნდა დავაკავშიროთ?,”- ამბობს “დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრ თეა წულუკიანზე.

წულუკიანმა მთავარი არხის ჟურნალისტს მიკროფონი წაართვა და თქვა, რომ დააბრუნებს მაშინ, “როცა ესენი 3 ოქტომბერს ჩაიყრებიან იქ, სადაც მათი ადგილია”.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძის ოფიციალურ გვერდზე განთავსებული პოსტების რეკლამირება ხორციელდება მისი პირადი სახსრებით და აღნიშნული მომსახურებისთვის, საბიუჯეტო თანხები არ გამოიყოფა
შემდეგი სტატიამაკრონმა მოსმენების სკანდალის შემდეგ ტელეფონის გამოცვალა