მაკრონმა მოსმენების სკანდალის შემდეგ ტელეფონის გამოცვალა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემალუელ მაკრონმა ტელეფონი გამოცვალა მას შემდეგ, რაც გავრცელდა, რომ ისრაელის სათვალთვალო პროგრამა “პეგასუსის” გამოყენებით, შესაძლებელია, მისი საუბრები ისმინებოდა.
საფრაგნეთის პრეზიდენტის ოფისში განაცხადეს, რომ მაკრონმა უსაფრთხოების პროტოკოლის გადახედვის ბრძანება გასცა.
ფრანგულმა ყოველდღიურმა Le Monde-მა გაავრცელა ადრე, რომ ჯაშუშური პროგრამა “პეგასუსის” მეშვეობით პრეზიდენტ მაკრონისა და ფრანგი მინისტრების სატელეფონო საუბრები ისმინებოდა. პროგრამას, სავარაუდოდ, მაროკოს სპეცსამსახურები იყენებდნენ.

მაროკოს მთავრობა უარყოფს პროგრამის გამოყენებას და აცხადებს, რომ ბრალდება “დაუდასტურებელი და შეცდომითია”.

პროგრამული უზრუნველყოფა “პეგასუსი”, რომელიც ებრაულ NSO Group-ს ეკუთვნის, სმარტფონებისთვის ყველაზე კარგ მოსასმენ პროგრამად ითვლება. მოსმენა მიდის რეალურ დროში და ყველა დაშიფრვას უვლის გვერდს. პროგრამა ტელეფონით გაგზავნილ და შემოსულ შეტყობინებებს აკოპირებს, აგროვებს ფოტოებს და იწერს ზარებს. “პეგასუსს” წვდომა აქვს მიკროფონსა და ვიდეოკამერაზე, შესაძლებლობას იძლევა როგორც მოსმენის, ასევე ვიდეოთვალთვალის.

NSO Group-ი აცხადებს, რომ პროგრამას მხოლოდ მთავრობებზე ყიდის ტერორიზმთან და დანაშაულებებთან ბრძოლის მიზნით.
საფრანგეთის პრეზიდენტის ნომერი იმ 50 ათასს შორის იყო, რომელსაც უთვალთვალებდნენ.

banner
წინა სტატიაშიელენე ხოშტარია: წულუკიანმა ჩაიდინა ბოროტება
შემდეგი სტატიაბოკერია წულუკიანზე: ქვეყანას ასეთი პოლიტიკოსი რომ ჰყავს, თუ მას გავლენა აქვს, უკვე კატასტროფაა