ელენე ხოშტარია: საქართველოს უსაფრთხოების სისტემა ამ ოთხი წლის განმავლობაში სრულიად მოიშალა

ელენე ხოშტარია:

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა გიორგი ბარამიძემ და ელენე ხოშტარიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე სახელმწიფო საიდუმლო ინფორმაციების გავრცელებასა და აღნიშნულზე კონკრეტული ადამიანების წვდომაზე ისაუბრეს.

მათი განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემა მოშლილია და ამ სიტუაციიდან გამოსავალი 8 ოტქომბერს ნაციონალური მოძრაობის გამარჯვებაა.

„მინდა გამოვეხმაურო ამბავს, რომელიც გუშინ გამჟღავნდა. ეს ეხება თავდაცვის სისტემაში ძალიან საშიში ადამიანის წვდომას, რომელიც თავად ამ უწყების მიერ იყო ორგანიზებული. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ საქართველოს უსაფრთხოების სისტემა ამ ოთხი წლის განმავლობაში სრულიად მოიშალა. ადამიანები, ვინც მართლა ძალიან ღირსეულად ემსახურებოდნენ ამ სისტემას, დევნილები ან გამოგდებულები არიან, ხოლო ადამიანები ძალიან საეჭვო და საშიში რეპუტაციით, კავშირებით რუსულ სპეცსამსახურებთან, აქ მუშაობენ და ეს გუშინ კიდევ ერთხელ გამოვლინდა. ამ ყველაფრით ძალიან სერიოზული დარტყმა მიადგა ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას და უსაფრთხოების სისტემას“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

გიორგი ბარამიძის განცხადებით კი, ნებისმიერი ადამიანის დაშვება საიდუმლო ობიექტზე ქვეყნის ეროვნული ინტერესების დარღვევას წარმოადგენს.

„ ეს არ აუნდა დარჩეს მხოლოდ ერთი ტელევიზიის ან მასობრივი ინფორმაციის სიუჟეტის საგნად. უნდა დადგეს პოლიტიკური და სისხლის სამართლებრივი საკითხი ყველა იმ ადამიანის – ვინც ეს დაუშვა, ბრძანება გასცა, ვინც ვალდებული იყო გაეკონტროლებინა ეს საკითხი და ვინც ამის შემდეგ არანაირი ნაბიჯი არ გადაგდა, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ეს სახიფათო დანაშაული ყოფილიყო შესაბამისად გამოძიებული. ასეთი მდგომარეობა არამარტო თავდაცვისა და უშიშროების სამინისტროში, არამედ ჩვენი ქვეყნის პრაქტიკულად ყველა იმ ინსტიტუტშია, რომლებიც ქვეყნის უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ. ეს ყველაფერი უნდა დავასრულოთ 8 ოქტომბერს არჩევნებში გამარჯვებით. შევცვალოთ ხელისუფლება, რომელსაც ერთის მხრივ, ქვეყნის მართვის არც უნარი აქვს და მეორეს მხრივ, მასში არიან ის ელემენტები, რომლებსაც საერთოდ არ აქვთ წარმოდგენა – რა არის ქვეყნის ეროვნული ინტერესები“.- განაცხადა ბარამიძემ.

banner
წინა სტატიაშიდავით სერგეენკო: ახალი მინისტრების დასახელება პრემიერ-მინისტრს არავინ არ უნდა დავასწროთ
შემდეგი სტატიატერორისტული აქტის მუქარისთვის ბრალდებულს დაპატიმრება შეეფარდა