დავით სერგეენკო: ახალი მინისტრების დასახელება პრემიერ-მინისტრს არავინ არ უნდა დავასწროთ

ახალი მინისტრების დასახელება თავიდან ბოლომდე პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟუნრალისტებთან საუბრისას.

„კონსულტაციები მინისტრობის კანდიდატებზე, რა თქმა უნდა, მიმდინარეობს, თუმცა ამ კანდიდატების დასახელება არის მხოლოდ პრემიერ-მინისტრის პრეროგატივა და მე ვფიქრობ, რომ არავინ არ უნდა დავასწროთ მას ამის გაცხადება“,-აღნიშნა სერგეენკომ.

მინისტრის განცხადებით, ფლობს სხვადასხვა სახის ინფორმაციას, თუმცა ახალი მინისტრების საზოგადოებისათვის გაცნობას პრემიერ-მინისტრს ვერ დაასწრებს.

მისივე ცნობით, გიორგი კვირიკაშვილი უახლოეს მომავალში დაასახელებს მათ ვინაობას.

banner
წინა სტატიაშისირიაში რუსული ვეტმფრენი Ми-8 ჩამოაგდეს
შემდეგი სტატიაელენე ხოშტარია: საქართველოს უსაფრთხოების სისტემა ამ ოთხი წლის განმავლობაში სრულიად მოიშალა