ელენე ხოშტარია : „საქართველოს უსაფრთხოების სისტემა არის სრულიად მოშლილი”

გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსის, გენერალ გიგი კალანდაძის მიერ, “პოსტკრიპტუმთან” გაკეთებულ სკანდალურ განცხადებას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია ეხმაურება. ხოშტარიას თქმით, კალანდაძის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს უსაფრთხოების სისტემა არის სრულად მოშლილი.
„საქართველოს უსაფრთხოების სისტემა, ამ ოთხი წლის განმავლობაში, არის სრულიად მოშლილი. როდესაც ადამიანები, ვინც მართლა ემსახურებოდნენ ამ სისტემას, არიან დევნილები ან გამოგდებულები, ხოლო ადამიანები ძალიან საეჭვო და საშიში კავშირებით რუსულ სპეცსამსახურებთან აქ მუშაობენ. გუშინ გამოვლინა კიდევ ერთხელ ძალიან სერიოზული დარტყმა ჩვენს თავდაცვისუნარიანობაზე. ჩვენი უსაფრთხოების სისტემაზე და სამწუხარო არის ის, რომ ეს არის მხოლოდ ფაქტი, რომელიც გამჟღავნდა, მაგრამ თუ ჩვენი უსაფრთხოების სისტემა მუშაობს ასე, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ შეიძლება არც ვიცოდეთ ძალიან ბევრი ფაქტი, რომელიც ძალიან სერიოზულად აზიანებს ჩვენს თავდაცვისუნარიანობას,“- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
გიგი კალანდაძის ინფორმაციით, აგვისტოს ომის შემდეგ, საქართველოს ტერიტორიაზე აშენებული საიდუმლო სამხედრო ობიექტების კოორდინატები და მთელი ინფორმაცია, მინდია ჯანელიძის მინისტრობის დროს, სხვა ქვეყნის სპეცსამსახურების ხელში აღმოჩნდა.

banner
წინა სტატიაშიშუალედური ინფორმაცია საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე განხორციელებული შესაძლო ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებული საქმის გამოძიების შესახებ
შემდეგი სტატიაანი მიროტაძე : პროკურატურას მოვუწოდებ უსწრაფესად დაიწყოს გამოძიება