ანი მიროტაძე : პროკურატურას მოვუწოდებ უსწრაფესად დაიწყოს გამოძიება

ქართული არმიის სამხედრო ბაზების საიდუმლოს დარღვევის შესახებ გავრცელებულ სკანდალურ ინფორმაციას “ეროვნული ფორუმის” ერთ-ერთი ლიდერი ანი მიროტაძე ეხმაურება.

დეპუტატი ამბობს, რომ აუცილებელია გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება მთავარმა პროკურატურამ, რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს. „თუ ეს მართალია და მას აქვს შესაბამისი ინფორმაციები, ამის კვალიფიკაცია არის სამშობლოს ღალატი. ანუ ეს არის ძალიან მძიმე ბრალდება, აქედან გამომდინარე კარგად უნდა ჰქონდეს გააზრებული თვითონ კალანდაძეს, რამდენად სერიოზულ საკითხს შეეხო და იმედი მაქვს, რომ ეს განცხადებები არ არის გაკეთებული ჰაერზე და მას შესაბამისი მტკიცებულებები აქვს. ის, რომ გამოძიება უნდა დაიწყოს,ეს არის უპირობო. ამიტომ, მე არა მხოლოდ პროკურატურას მოვუწოდებ, რომ უსწრაფესად დაიწყოს გამოძიება, არამედ, თვითონ კალანდაძეს მოვუწოდებ, რომ ყველა ის დოკუმენტაცია, რომელიც არის მის ხელთ, მიაწოდოს შესაბამის ორგანოებს,“-განაცხადა ანი მიროტაძემ.

banner
წინა სტატიაშიელენე ხოშტარია : „საქართველოს უსაფრთხოების სისტემა არის სრულიად მოშლილი”
შემდეგი სტატიარა ხდება მათემატიკის ინსტიტუტში?!