ელენე ხოშტარია: „ნიკა მელია უკვე გამარჯვებულია”

„ნიკა მელია უკვე გამარჯვებულია”,- ამის შესახებ ყოფილმა დეპუტატმა ელენე ხოშტარიამ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის, ნიკა მელიას საქმეზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ელენე ხოშტარიას განცხადებით, ნიკა მელიამ არ ემორჩილება არასამართლიან თამაშის წესებს.

“ნიკა მელიასთან დაკავშირებით ყველაზე მთავარი არის ის, რომ ნიკა მელიამ გამოაცხადა რომ ის არ ემორჩილება, არ აღიარებს, არ მიიღებს იმ ძალადობრივ თამაშის წესებს, იმ არასამართლიან თამაშის წესებს და ვაჭრობას, რასაც ოპოზიცას და მოსახლეობას თავს გვახვევს “ქართული ოცნება”. ნიკა მელია უკვე გამარჯვებულია, ეს ის მიდგომა, რაც აბსოლუტურად ყველა მსგავს უსამართლო საქმეში უნდა გამოვიჩინოთ. არ გვაინტერებს ჩვენ რას გადაწყვეტს ხელისუფლება, ჩვენ ამ უკანონობას არ ვემორჩილებით”,-აცხადებს ხოშტარია.

 

 

banner
წინა სტატიაში“ქართული ოცნების” ოფისიდან პარლამენტის მიმართულებით საპროტესტო მსვლელობა დაიწყო
შემდეგი სტატიანიკა მელია: “გითხარით – არ გადავიხდი და ვერ დამიჭერთ”