ნიკა მელია: “გითხარით – არ გადავიხდი და ვერ დამიჭერთ”

“გითხარით – არ გადავიხდი და ვერ დამიჭერთ” – ასე ეხმაურება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას მისთვის მანდატის მოხნასთან დაკავშირებით.

გითხარით – არ გადავიხდი და ვერ დამიჭერთ. როგორც ხედავთ, არ გადავიხადე. არადა, მთელი კვირა დაზუთხულს იმეორებდით რომ გადავიხდიდი.
რაც ვთქვი, შევასრულე – გავრილოვის გირაოს გირაო არ გადავიხადე და ისევ გიმეორებთ – ვერ დამიჭერთ ვერც მურუსიძის სასამართლოთი და ვერც პარლამენტით.
ვერ დამიჭერთ რადგან გირაოს გირაოს გადაუხდელობის გამო დაჭერა არც კანონიერია და მითუმეტეს არც სამართლიანი.
ჩემი ფეხით ციხეში მისვლას ვერ ეღირსებით და ახლა, თუ აფგან მუხრალივით დამიჭერთ, ტომარას ჩამომაცმევთ და გამიტაცებთ, ეგ სხვა საქმეა, საქმე რომელიც ხელისუფლებას დაგაკარგვინებთ.
ვერ დამიჭერთ, რადგან საქმე ჩემს დაჭერას კი არ ეხება, ეხება იმ თავისუფლების იდეის დაჭერას, რომელმაც სპონტანურად იფეთქა 20 ივნისის ღამეს და ათასობით აღშფოთებული ადამიანი გაგვაერთიანა.
კიდევ გიმეორებთ – ვერ დამიჭერთ და ვერც ამ დაჭერობანას თამაშით გამტეხავთ-წერს ნიკა მელია.

banner
წინა სტატიაშიელენე ხოშტარია: „ნიკა მელია უკვე გამარჯვებულია”
შემდეგი სტატიაუჩა კანდელაკი: გულისრევის გრძნობით ვუყრებ გუშინდელი სოციალურ დახმარებაზე მყოფის და დღეს უკვე მილიონერის დამღერებულ სპეცსამსახურის საიდუმლოებებს