ელენე ხოშტარია: ბიძინა ივანიშვილი ჩამოვაშოროთ რეალურ ძალაუფლებას

„დღეს აქცია არის ერთადერთის წინააღმდეგ და ეს არის ძალიან მარტივი გზავნილი უნდა მოხდეს ქვეყანაში კონსოლიდაცია იმ ერთი მმართველის, არაფორმალური, არასამართლიანი მმართველის წინააღმდეგ, რომელმაც სრულიად დემოკრატიული სისტემის მიღმა ხელში ჩაიგდო ყველა ინსტიტუტი და რომელიც ერთის მხრივ, მიგვაქანებს რუსეთისკენ და მეორეს მხრივ, ამსხვრევს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიას. ამას სჭირდება კონსოლიდაცია და ბრძოლა, რომ არჩევნების გზით ბიძინა ივანიშვილი ჩამოვაშოროთ რეალურ ძალაუფლებას. დღეს სამი თვე გავიდა „გავრილოვის ღამის“ შემდეგ და ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ 20 ივნისი ის დღეა, როდესაც ჩვენივე სახელმწიფომ შეურაცხყოფა მოგვაყენა და ჩვენი ღირსება შელახა გავრილოვის პარლამენტში შეყვანით”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

banner
წინა სტატიაშიდავით ბერძენიშვილი: დღეს არის ამ სამთვიანი საპროტესტო მარათონის ფინალური აქცია
შემდეგი სტატიაგიგი უგულავა: ხელისუფლება, რომელიც იწყებს ბრძოლას არა ხალხის ინტერესებისთვის, არამედ ძალაუფლებისთვის, კარგავს ამ ძალაუფლებას