დავით ბერძენიშვილი: დღეს არის ამ სამთვიანი საპროტესტო მარათონის ფინალური აქცია

„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბერძენიშვილის განცხადებით  ხელისუფლებამ საზოგადოების ინტერესი არ გაითვალისწინა და პრემიერ-მინისტრად გიორგი გახარია დანიშნა.

„დღეს არის ამ სამთვიანი საპროტესტო მარათონის ფინალური აქცია. ვფიქრობ, ამ სამი თვის განმავლობაში ძალიან მკაფიოდ გამოჩნდა, რომ ხელისუფლებას არ შეუძლია დიალოგი. მისი ყოველი ნაბიჯი ანტინატოური მიმართულებით, ანტიამერიკული მიმართულებით არის. ინაშვილის გამოყენება, ამერიკელი მაღალი თანამდებობის და გავლენიანი პირების ლანძღვა, სახელისუფლებო არხების მეშვეობითაც, ადასტურებს იმას, რომ ივანიშვილს საკუთარი ხელისუფლების შესანარჩუნებლად პროდასავლურ ურთიერთობებს ურჩევნია დაათბოს ურთიერთობები რუსეთთან. გავრილოვის აქ ჩამოყვანა, გახარიას პრემიერად დანიშვნა და ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრად დანიშვნა პრინციპში ნიშნავს იმას, რომ მას არ აქვს ამომრჩევლის იმედი, მას უნდა რეპრესიის და პროპაგანდის ინსტიტუციებით ხელისუფლების შენარჩუნება. ვფიქრობ, არ გამოუვა”,- განაცხადა ბერძენიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიამ არაჩვეულებრივმა ახალგაზრდებმა ჩვენ გამოგვაფხიზლეს ყველა და შემოკრეს ის ზარი, რომელსაც თავისუფლების ზარი ჰქვია
შემდეგი სტატიაელენე ხოშტარია: ბიძინა ივანიშვილი ჩამოვაშოროთ რეალურ ძალაუფლებას