(video) ელენე გოგსაძე –”პური მენატრება”

84 წლის, მარტოხელა ელენე გოქსაძე, რომელიც იმერეთში, ბაღდათში ცხოვრობს, უკვე ათი თვეა, სოციალური დახმარების გარეშეა დარჩენილი.

მიუხედავად იმსის, რომ ის გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს, ამბობს, რომ მისი გაჭირვების შესახებ იცოდნენ და შარშან სოციალური დახმარება მაინც მოუხსნეს და აღდგენაზე უარს ეუბნებიან და ამას ზემდგომებს აბრალებენ.

https://youtu.be/qZVuxIZ51AI

“ქართული ოცნების” დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ გადაცემა “არჩევანში” რუსთავი 2″ ხალხში პანიკის შექმნაში დაადანაშაულა.
თქვენ ერთ-ერთ სიუჟეტს უნდა გამოვეხმაურო, ბაღდათის მაგალითზე, ქალბატონი, რომელიც ჩანს, რომ ძალიან მძიმე პირობებში ცხოვრობს, მე გადავამოწმე და აღმოჩნდა, რომ მას ჰყავს შვილები – ერთი მათგანი პოლიტექნიკური უნივერსიტეტის დოცენტი, მეორე შვილი, სახელად ნანული არის ექიმი, მესამე სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში მუშაობს, მეოთხე შვილი ცხოვრობს დამოუკიდებლად, ჰყავს ქმარ-შვილი, ანუ 4 შრომისუნარიანი შვილი, აქედან სამი არის დასაქმებული. უმცროსი შვილი, რომლესაც აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, რომელსაც ალბათ, ეკუთვნის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი, მას სოცმუშაკმა შესთავაზა არაერთხელ დახმარება სტატუსის მიღებაში, თუმცა კატეგორიული უარი მიიღო. ქალბატონმა ორჯერ მიიღო გამგეობისგან დამხარება, რომ სახლი მოეწესრიგებინა, პარალელურად მას შესთავაზეს არაერთხელ ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი, რომლის ქირასაც გამგეობა გადაიხდიდა, მან ამაზე კატეგორიული უარი განაცხადა, ეს არის ერთი შემთხვევა, რომლის გადამოწმებაც მე მოვასწარი-განაცხადა ხუნდაძემ გადაცემა “არჩევანში”.

ოიუყ

მისივე თქმით, ყველა შვილი ვალდებულია, მშობელს დაეხმაროს და ქულების დათვლის დროს ხდება იმის გათვალისწინება, რომ ოჯახის წევრი არის შრომისუნარიანი და აქვს შემოსავალი.

banner
წინა სტატიაშიბაიდენის და კვირიკაშვილის შეხვედრა – თეთრი სახლის შეფასება
შემდეგი სტატია(video) რა გახადა 46 წლის ეკატერინე პეტრიაშვილის გარდაცვალების მიზეზი