ბაიდენის და კვირიკაშვილის შეხვედრა – თეთრი სახლის შეფასება

თეთრმა სახლმა აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრაზე მოხსენება დადო საკუთარ გვერდზე.
ორი ქვეყნის ლიდერს შორის შეხვედრა დღეს გაიმართა. აშშ-ს ვიცე-პრეზიდენმა საქართველოს პრემიერს მიულოცა უკანასკნელი 25 წლის მანძილზე საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში მიღწეული პროგრესი და აღნიშნა, რომ საქართველო რეგიონში ლიდერი ქვეყანაა – ნათქვამია მოხსენებაში. ვიცე-პრემიერმა, ასევე მადლობა გადაუხადა პრემიერ კვირიკაშვილს თანამშრომლობისა და პარტნიორობისათვის და თავის მხრივ საქართველოსადმი ურყევი მხარდაჭერა გამოხატა ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიულ მთლიანობის საკითხში. ამასთანავე, ვიცე-პრემიერმა განაცხადა, რომ აშშ სამომავლოდაც მხარს დაუჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და აღნიშნა, რომ საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო რეფორმები ამ მისწრაფებებისკენ საუკეთესოდ ვითარდება. ორი ქვეყნის ლიდერი შეთანხმდა, რომ ისინი გააგრძელებენ თანამშრომლობას საქართველოს უსაფრთხოებისა და წინსვლის საკითხებში – ნათქვამია თეთრი სახლის მოხსენებაში.

banner
წინა სტატიაშიეს პროცესი იყო დადგმული შოუ – ირაკლი ლექვინაძე ბოტანიკურ ბაღის საკითხზე
შემდეგი სტატია(video) ელენე გოგსაძე –”პური მენატრება”