ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობის გზებზე იმსჯელეს

პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა.

სხდომაზე ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობის გზებზე იმსჯელეს.

როგორც “თაიმერს” პრემიერის პრესსამსახურიდან აცნობეს, საბჭოს წევრებმა ქალაქ ბათუმის ბულვარის განვითარების კონცეფცია განიხილეს, რომელიც ზღვისპირა პარკის სამომავლო პერსპექტივებს გულისხმობს.

საბჭოს წევრებმა მოიწონეს ელმავლების ლოკალიზაციის იდეა, რაც ელმავლების ადგილობრივ წარმოებას ითვალისწინებს. აღინიშნა, რომ ელმავლების შესყიდვასთან დაკავშირებით, სს “საქართველოს რკინგზის“ მიერ გამოცხადებული კონკურსი 28 დეკემბერს დასრულდება.

ეკონომიკური საბჭოს სხდომას მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრები, თბილისის მერი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე დაესწრნენ.

banner
წინა სტატიაში550-მდე აბონენტს ხვალ გაზის მიწოდება შეუწყდება
შემდეგი სტატიაშსს-მ თელავში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა