“ეკონომიკური ფორუმის მიზანია, ბიზნესთან ერთად გამოინახოს უფრო სწორი გზები ეკონომიკის განვითარებისთვის”

დღევანდელი ეკონომიკური ფორუმის მიზანია, ბიზნესთან ერთად გამოინახოს უფრო სწორი გზები ეკონომიკის განვითარებისთვის, გავაანალიზოთ და მივანიშნოთ ხელისუფლებას, დაუშვა თუ არა შეცდომები და მოიძებნოს სწორი გზები ეკონომიკური სტრატეგიისათვის, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა „ქორთიარდ მარიოტში“ მიმდინარე ეკონომიკური ფორუმის დაწყებამდე განაცხადა.

“ჩემი თაოსნობით უკვე მეშვიდე, თუ მერვე ფორუმი იმართება. ჩვენს საზოგადოებას უჭირს მთავრობის ეკონომიკურ მიღწევებზე ანალიზის გაკეთება. ფორუმის პირველი დანიშნულება გახლავთ ის, რომ გაკეთდეს ანალიზი, რამდენად სწორედ ვითარდება ჩვენი ქვეყანა ეკონომიკური მიმართულებით, რამდენად სწორ რეფორმებს ატარებს სახელმწიფო, მთავრობა პირველ რიგში, რამდენად სწორედ ეხმარება ბიზნესს ბაზრების მოპოვებაში, ბიზნესის განვითარებაში“, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, ფორუმის კიდევ ერთი დანიშნულებაა, რომ ბიზნესთან ერთად გამოინახოს უფრო სწორი გზები ეკონომიკის განვითარებისთვის.

სასტუმრო “ქორთიად მარიოტში ეკონომიკური ფორუმი – “ეკონომიკური განვითარება – მიღწევები და პერსპექტივები” იმართება.

ფორუმზე ბიზნესის, პოლიტიკისა და ექსპერტული წრეების ასამდე წარმომადგენელია მიწვეული.

banner
წინა სტატიაშიწნორის რწმუნებული, რომელიც ჟუნალისტ გელა მთივლიშვილს დაუპირისპირდა, თანამდებობას ტოვებს
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი: რომან გოცირიძე ვერ ბედავს პროფესიონალებთან და ბიზნესთან საუბარს