ეკონომიკის სამინისტროში ხანძარს 11 სახანძრო ბრიგადა აქრობდა

ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების სამინისტროში გაჩენილ ხანძარს 11 სახანძრო ბრიგადა აქრობდა. თბილისის საგანგებო სიტუაციების სახანძრო-სამაშველო სამმართველოს წარმომადგენელის მამუკა ყირიმელის ინფორმაციით, უწყებაში შეტყობინება ხანძრის შესახებ 06:05 საათზე შევიდა. მისივე თქმით, შემთხვევის ადგილზე პირველი მანქანის მისვლის შემდეგ კი გაირკვა, რომ ღია ცეცხლი შენობის მეექვსე სართულიდან გამოდიოდა. ყირიმელის ინფორმაციით, ხანძარი ასევე შენობის მეშვიდე სართულზეც გავრცელდა.

“ადგილზე მობილიზებული იყო 11 ერთეული სახანძრო-სამაშველო ბრიგადა. ხანძრის ლოკალიზება დროულად მოხდა. დამწვარია 500 კვ.მეტრი ფართობი ორივე სართულზე. გამოწვევ მიზეზებს შესაბამისი სამსახურები დაადგენენ”, – განაცხადა ყირიმელმა.

banner
წინა სტატიაშიმურმან დუმბაძის ძმის ოჯახიდან ხმალი და “ნოუთბუქი” მოიპარეს
შემდეგი სტატიაჭადრაკის სასახლის წინ ნონა გაფრინდაშვილის ვარსკვლავი გაიხსნება