ჭადრაკის სასახლის წინ ნონა გაფრინდაშვილის ვარსკვლავი გაიხსნება

საქართველოს კულტურის პალატის ინიციატივით და ორგანიზებით, 3 მაისს, ჭადრაკის სასახლის წინ ქართველი მოჭადრაკის, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონის, ნონა გაფრინდაშვილის ვარსკვლავი გაიხსნება.

როგორც “თაიმერს” კულტურის პალატიდან აცნობეს, წელს მსოფლიო დონის მოჭადრაკეს 75 წელი უსრულდება.

ნონა გაფრინდაშვილი 1941 წლის 3 მაისს ზუგდიდში დაიბადა. ის იყო ფიდეს ქალთა კომისიის თავმჯდომარე, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი პრეზიდენტი და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი.

ნონა გაფრინდაშვილი მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის 11-გზის ოქროს და ერთგზის ვერცხლის მედლის მფლობელია გუნდურ ჩათვლაში, ინდივიდუალურად კი მოპოვებული აქვს 9 ოქროს, 3 ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მცირე მედლები. სულ ოლიმპიადებზე 128 პარტია ჩაატარა. გაფრინდაშვილს მოპოვებული აქვს საქართველოს ოთხგზის და სსრ კავშირის 5-გზის ჩემპიონობა, არის ევროპის ქვეყნების ჩემპიონ ქალთა თასის გათამაშების პირველი და ორგზის ჩემპიონი, ასევე, 26 სხვადასხვა დიდი საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირის გამარჯვებული.
ღონისძიება საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის მხარდაჭერით ჩატარდება.

banner
წინა სტატიაშიეკონომიკის სამინისტროში ხანძარს 11 სახანძრო ბრიგადა აქრობდა
შემდეგი სტატია,,ზოგჯერ დგება ეტაპი, როცა პოლიტიკურმა ძალებმა შესაძლოა ინდივიდუალურად მოსინჯონ საკუთარი შესაძლებლობები”