ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს, რომ საქართველო-აშშ-ს შორის პირდაპირი ფრენები დროულად დაიწყოს

საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები ასეთ მაღალ დონეზე არასდროს ყოფილა და ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნებს შორის დაიწყოს პირდაპირი ავიარეისები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს შესაბამის ეკონომიკურ კვლევაზე, რომელიც რამდენიმე კვირაში დასრულდება.

„აღნიშნული კვლევა დაგვეხმარება, მოვიძიოთ შესაბამისი კომპანია, რათა დროულად დაიწყოს ფრენები საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. დარწმუნებული ვარ, პირდაპირი ავიარეისები ჩვენ დაგვეხმარება, ერთიორად გავზარდოთ ის ეკონომიკური პოტენციალი, რაც ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თვალსაზრისით არსებობს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

banner
წინა სტატიაშინადეჟდა ვოუბას ავტომობილის აფეთქებისთვის მისი შვილი 24 წლის დაურ ვოუბა დააკავეს
შემდეგი სტატიათქვენ ტოლობის ნიშანი დასვით ჯარსა და იმ ჩინოვნიკებს შორის, რომლებიც ჩართული არიან კორუფციაში – სამადაშვილი იზორიას მიმართავს