თქვენ ტოლობის ნიშანი დასვით ჯარსა და იმ ჩინოვნიკებს შორის, რომლებიც ჩართული არიან კორუფციაში – სამადაშვილი იზორიას მიმართავს

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge აპრილი 4, 2019 14:55

თქვენ ტოლობის ნიშანი დასვით ჯარსა და იმ ჩინოვნიკებს შორის, რომლებიც ჩართული არიან კორუფციაში – სამადაშვილი იზორიას მიმართავს

თქვენ ტოლობის ნიშანი დასვით ჯარსა და იმ ჩინოვნიკებს შორის, რომლებიც ჩართული არიან კორუფციაში, როგორ ფიქრობთ, ამოეფარებით ჯარს? – ასე მიმართა პარლამენტის სხდომაზე, მთავრობის საათის ფარგლებში, თავდაცვის მინისტრს “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა.

სამადაშვილმა მინისტრს ჰკითხა, რა უფრო დამაზიანებელია ქვეყნისთვის, ის რომ ოპოზიცია სვამს კითხვებს თავდაცვის სისტემაში არსებული კორუფციის შესახებ, თუ ის, როცა პრეზიდენტი ამბობს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომში საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა საკუთარი მოსახლეობა დაბომბა.

“სრულიად უპრეცედენტო ფაქტის მომსწრე გავხდით ამ დარბაზში, როდესაც თქვენ ტოლობის ნისანი დასვით ქართულ ჯარს და იმ ჩინოვნიკებს შორის ქართულ ჯარში, რომლებიც შესაძლოა ჩართული არიან კანონსაწინააღმდეგო ან კორუფციულ ქმედებაში და ოპოზიცია დაადანაშაულეთ ქართულ ჯარზე თავდასხმაში, როდესაც ჩვენ ვსვამთ შეკითხვებს კორუფციის ფაქტებთან დაკავშირებით ქართულ ჯარში.

“ესეთი პრეცენდენტი არ მახსენება ჩვენი სახელმწიფოს ისტორიაში რომ თავდაცვის მინისტრს ეკადრებინა და დაესვა ტოლობის ნიშანი ჯარს და საკუთარ თავს და ჩინოვნიკებს შორის. თქვენ ფიქრობთ რომ ამოეფარებით ჯარს და შეკითხვებს არ დავსვამთ კორუფციაზე ქართულ ჯარში? უკაცრავად, რომელი განცხადება უფრო დამაზიანებელია თქვენი მთავარსარდლის და ქვეყნის პრეზიდენტის, რომ ჩვენ დავბომბეთ მძინარე ცხინვალი და ამასთან დაკავშირებით არ მახსოვს თქვენი დაფიქსირებული პოზიცია არც ამ დარბაზში და არც სხვაგან. თუ ჩვენი შეკითხვები – კორუფცია არსებობს თუ არა ჯარში, სირცხვლია? და არანაირ კითხვას, რომელსაც გასცემთ პასუხის ამ დარბაზში, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს,”-განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge აპრილი 4, 2019 14:55

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,872
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics