“ეკონომიკა ჯანსაღდება”-ნათია თურნავა

ეკონომიკის 7.7%-იან ვარდნის ფონზე, ეკონომიკის მინისტრი ეკონომიკის გაჯანსაღების პირველ ნიშნებს ხედავს.

„ყველა სირთულის მიუხედავად, ივნისის თვის სტატისტიკა აჩვენებს, რომ ჩვენი ეკონომიკა თანდათან ჯანსაღდება და ამის პირველი ნიშნები სახეზეა – ეკონომიკის ვარდნის ტემპი კლებულობს და ეკონომიკა თანდათან იწყებს გამოცოცხლებას“ -ამბობს ნათია თურნავა.

მისი თქმით, 2020 წლის ივნისში პოზიტიური დინამიკა​ აჩვენა სამთო-მომპოვებელმა სექტორმა. თურნავა ამბობს,რომ ეს მთავრობის სწორი პოლიტიკის შედეგია, რადგან პანდემიის მიუხედავად, ამ სექტორში შეზღუდვები არ დაუწესებიათ.

“ბოლო თვეების განმავლობაში პირველად გაიზარდა საწარმოთა რეგისტრაციის მაჩვენებელი: 2020 წლის ივნისში ქვეყანაში დარეგისტრირდა 4309 საწარმო, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 10.7%-ით აღემატება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის შეფასებით, აღნიშნული რიცხვი კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ მთავრობის ანტიკრიზისულმა პოლიტიკამ თავისი შედეგი უკვე გამოიღო და ეკონომიკა თანდათან გადალახავს იმ უარყოფით გარემოს, რაც პანდემიით შეიქმნა” – აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.

საქსტატმა დღეს ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) კლებამ 7,7 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2020 წლის პირველი ექვსი თვის საშუალო მაჩვენებელი -5,8 პროცენტია.

banner
წინა სტატიაშიშეგაჭმევ მიკროფონს – შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულების მეგობარი ჟურნალისტს
შემდეგი სტატიაადვოკატი აცხადებს, რომ შაქარაშვილის საქმეზე გამოძიება ამრიხანაშვილმა, ქათამაძემ და ბრეგვაძემ შეცდომაში შეგნებულად შეიყვანეს