შეგაჭმევ მიკროფონს – შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულების მეგობარი ჟურნალისტს

„გრცხვენოდეს, პროვოკაციაზე რომ მოდიხარ, შეგაჭმევ მიკროფონს“, – გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი არასრულწლოვანის მეგობარი ჟურნალისტს დაუპირისპირდა. ინციდენტი მცხეთაში მოხდა, სადაც 6 არასრულოვნის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

სასამართლო პროცესზე ცნობილი გახდება, დარჩება თუ არა ძალაში მათ მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა. უფლებადამცველები მოსამართლეს პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობით მიმართავენ. გარდა ამისა ადვოკატები პროცესზე გარკვეული მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობას მოითხოვენ.

შაქარაშვილის ოჯახის ადვოკატის მირიან ნიკოლაძის განცხადებით, 6 არასრულწლოვნიდან 2 არასრულწლოვანი, რომელიც ტოიოტა ქემრის მანქანაში იჯდა, პატიმრობაში უნდა დარჩეს.

19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე, შსს-მ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, 26 ივნისს 17 ადამიანი დააკავა. მოგვიანებით პროკურატურამ ვიდეომასალა გაავრცელა, სადაც ფეხბურთელის სიცოცხლის ბოლო საათები და საბედისწერო ღამეს მომხდარი რამდენიმე ინციდენტია ასახული.

banner
წინა სტატიაში„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები პოლიტიკურ თანამდებობებს პირველი აგვისტოდან დატოვებენ
შემდეგი სტატია“ეკონომიკა ჯანსაღდება”-ნათია თურნავა