ეკლესიას ტრაქტორები, გუთნები, კულტივატორები, სათესი და სათიბელა გადაეცა

ეკლესიას ტრაქტორები, გუთნები, კულტივატორები, სათესი და სათიბელა გადაეცა

EMC-ის და TDI-ის ერთობლივი კვლევის თანახმად, 2015 წელს, საქართველოს საპატრიარქოს საქართველოს მთავრობის მიერ გადაეცა 32 ერთეული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკა (14 ტრაქტორი Belarus MTZ 82.1 და SAME SOLARIS 55 ტიპის, 1 სათიბელა, 8 გუთანი, 5 კულტივატორი და 3 სიმინდის სათესი) და ასევე 2 ერთეული სატრანსპორტო საშუალება, SAME SOLARIS 55-ბორბლიანი ტრაქტორი.

“ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრისა” და “ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის” კვლევა დღეს გამოქვეყნდა.

კვლევა 2014-2015 წლებში სახელმწიფოს ბიუჯეტიდან რელიგიური გაერთიანებებისთვის გადაცემული ფინანსური რესურსებისა და სხვა მატერიალური ქონების მასშტაბსა და მიზნობრიობას აანალიზებს.

banner
წინა სტატიაშიჩინეთში 4 კილომეტრის სიგრძის დამბა ააფეთქეს
შემდეგი სტატიააშშ-ის კონგრესის საგარეო კომიტეტმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო