ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მოტივი, რატომ აპირებდა თენგიზ ცერცვაძე თანამდებობის დატოვებას, მისთვის უცნობია

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მოტივი, რატომ აპირებდა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე თანამდებობიდან წასვლას, მისთვის ცნობილი არ არის.

ამასთან, როგორც ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რამდენადაც იცის, ცერცვაძე თანამდებობას არ ტოვებს.

„ბატონი თენგიზის მოტივი ჩემთვის არაა ცნობილი, უმჯობესია, მას ჰკითხოთ, თუმცა რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, თანამდებობას არ ტოვებს“,- განაცადა ტიაკარძემ.

ცნობისთვის, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ თენგიზ ცერცვაძე თანამდებობიდან წასვლას აპირებს, თუმცა ინფექციური საავადმყოფოს პრესსამსახურმა აღნიშნული უარყო და განაცხადა, რომ ცერცვაძე პოსტზე რჩება.

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას შეხვედრა შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრ ან ლინდესთან
შემდეგი სტატიაამირან გამყრელიძე აჭარაში მოსახლეობას მოუწოდებს, პირბადე ღია სივრცეშიც ატარონ