ამირან გამყრელიძე აჭარაში მოსახლეობას მოუწოდებს, პირბადე ღია სივრცეშიც ატარონ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის რეკომენდაციაა, აჭარაში მოსახლეობამ პირბადე ღია სივრცეშიც ატარონ. აღნიშნულის შესახებ მან უწყებათაშორისი საკოორინაციო სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ მივმართავ აჭარის მოსახლეობას, რადგან აჭარაში ჩვენ გვაქვს სერიოზული გავრცელება, ამიტომ სასურველია და რეკომენდირებულია, ღია სივრცეებშიც ვიხმაროთ პირბადე. თუ ვინმე არ იყენებს, ეს რა თქმა უნდა, დასჯადი არ იქნება, მაგრამ რეკომენდირებულია დღეს, რადგან ინციდენტობის მაჩვენებელი აჭარაში გვაქვს დაახლოებით 7-8 -ჯერ მეტი, ვიდრე საშუალო ქვეყნის მაჩვენებელია, ამიტომ სასურველია, რომ პირბადე აჭარაში გამოვიყენოთ გარეთაც,“- განაცხადა გამყრელიძემ.

banner
წინა სტატიაშიეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მოტივი, რატომ აპირებდა თენგიზ ცერცვაძე თანამდებობის დატოვებას, მისთვის უცნობია
შემდეგი სტატიაამირან გამყრელიძე : ხანდაზმულებმა და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებმა ნაკლებად უნდა იმოძრაონ გარეთ, სლოგანი „დარჩი სახლში“ მნიშვნელოვანია