ეკატერინე ტიკარაძე : თუ არ იქნა ერთობლივი მუშაობა ჩვენსა და მოქალაქეებს შორის, რეგულაციების გამკაცრების რისკები შეიძლება, გაიზარდოს

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საჭიროა, მოქალაქეებმა დაიცვან უსაფრთხოების ნორმები. როგორც ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, თუ არ მოხდება მოქალაქეთა თანამშრომლობა ხელისუფლებასთან, შესაძლოა, მოხდეს რეგულაციების გამკაცრება

„ჩვენ პირველივე დღიდან ჩვენს მოქალაქეებს ვეუბნებოდით, მოგვიწევს კოვიდინფექციასთან თანაცხოვრება, რაც ნიშნავს, რომ მთავრობა თავის მხრივ შეასრულებს ყველა თავისს ვალდებულებას იმ მზაობისთვის, რომელიც მოეთხოვება ჰოსპიტალურ სექტორსა და ჯანდაცვის სამინისტროს. თუმცა, თუ ეს არ იქნა ერთობლივი მუშაობა ჩვენსა და ჩვენს მოქალაქეებს შორის, ის რისკები შეიძლება იყოს მნიშვნელოვნად გაზრდილი, რამაც გარკვეული რეგულაციების გამკაცრებამდე შეიძლება მიგვიყვანოს. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში, გაცილებით უკეთესად ვართ მომზადებული ჰოსპიტალური სექტორითა და ჯანდაცვის პირველადი რგოლის საშუალებით, რაც გვაძლევს საშუალებას, ეს რისკები მნიშვნელოვნად უკეთესად ვმართოთ“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

banner
წინა სტატიაშირამდენ ბავშვს დაუდასტურდა COVID-19 საქართველოში – ოფიციალური განცხადება
შემდეგი სტატიაჩვენ აქედან გამოვალთ კიდევ უფრო გაძლიერებულები, საქართველო შეძლებს დაუმტკიცოს ყველას, რომ ეფექტურად მართა კრიზისი, შეძლო ადაპტაცია, ჯანდაცვის სისტემის გაძლიერება