რამდენ ბავშვს დაუდასტურდა COVID-19 საქართველოში – ოფიციალური განცხადება

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 723 დადასტურებული შემთხვევიდან 19 წლამდე ასაკის ინფიცირებულთა რაოდენობა 104-ია.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, 19 წლამდე ასაკის 104 ინფიცირებულიდან 72 ბავშვია:

„723 გაანალიზებული შემთხვევიდან 19 წლამდე ასაკის 104 მოქალაქე იყო ინფიცირებული. მათგან 72 ბავშვია – 0-დან 14 წლამდე, რაც ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების 10%-ს შეადგენს, ხოლო 15-დან 19 წლამდე – 32 პაციენტი გვყავდა, რაც ინფიცირებულთა 4.4%-ია“, – აცხადებს ამირან გამყრელიძე.

banner
წინა სტატიაშიამირან გამყრელიძე : არავითარი სურვილი არ მაქვს პოლიტიკაში დაბრუნების, ერთსა და იმავე მდინარეში არ შედიან სამჯერ
შემდეგი სტატიაეკატერინე ტიკარაძე : თუ არ იქნა ერთობლივი მუშაობა ჩვენსა და მოქალაქეებს შორის, რეგულაციების გამკაცრების რისკები შეიძლება, გაიზარდოს