ეკატერინე ტიკარაძე : სასწრაფო გამოძახების ბრიგადებს აქვთ ორიდან სამ საათამდე დაყოვნება, რაც პანდემიის პერიოდში სრულიად ნორმალურია

სასწრაფო გამოძახების ბრიგადებს აქვთ ორი საათიდან სამ საათამდე დაყოვნება, რაც პანდემიის პერიოდში სრულიად ნორმალურია, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, მსგავსი შემთხვევები ჩვეულებრივ პერიოდშიც ყოფილა და ეს არ წარმოადგენს საგანგაშო კომპონენტს.

„ვირუსით დაავადებული ადამიანი არ არის კარდიოლოგიური ან ნერვული სისტემით დაავადებული ადამიანი, რომელსაც სჭირდება 20 წუთში სასწრაფო ბრიგადის ადგილზე მისვლა. ეს არის გეგმური პროცესი. ამ პერიოდში ექიმებს სჭირდებათ აღჭურვილობის გამოცვლა, ისინი მუშაობენ სრული დატვირთვით და ამიტომ პრეტენზია სასწრაფო დახმარების სამსახურის მიმართ არის არაკორექტული“, – განაცხადა ტიკარაძემ.

banner
წინა სტატიაშიანტიგენის ტესტებს, რომლებიც პასუხს 15-20 წუთში იძლევა, ამ ეტაპზე ცხელების კლინიკებში გამოიყენებენ
შემდეგი სტატიაკორონავირუსით ინფიცირებულთაგან 372 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 78 პირი