კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 372 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 78 პირი

კორონავირუსის 11 033 აქტიური შემთხვევეიდან 372 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 78 პირი, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ბერდია სიჭინავამ, 21 ოქტომბრის მონაცემებით არსებულ „კოვიდ-19“-ის უახლეს სტატისტიკაზე ისაუბრა.

„დღეის მდგომარეობით დადასტურებული გვაქვს 1351 ახალი შემთხვევა, ხოლო ქვეყნის მასშტაბით დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 21 208-ს შეადგენს. გამოჯანმრთელებული ადამიანების რიცხვი გახლავთ 337, ხოლო ჯამში 9003 მოქალაქე გამოჯანმრთელდა. სამწუხაროდ, ბოლო 24 საათის განმავლობაში გარდაცვალების 14 შემთხვევა გვაქვს, ხოლო ჯამური მაჩვენებელი შეადგენს 172-ს. დღეს გამოვლენილი 1351 შემთხვევიდან თბილისში დაფიქსირებულია – 445, აჭარაში – 369, იმერეთში – 295, ქვემო ქართლში – 76, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში – 66, მცხეთა-მთიანეთში – 23, შიდა ქართლში – 23, კახეთში – 20, სამცხე-ჯავახეთში – 18, გურიაში – 15, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – ერთი. ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა მიმდინარე გვაქვს 11 033, 20 ოქტომბრის მდგომარეობით. მათ შორის: 3071 მკურნალობის კურსს გადის საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში გადანაწილებულია 1520 პირი, ხოლო აჭარაში – 637. მძიმე პაციენტი გვყავს 372 პირი, ხოლო თბილისში მკურნალობის კურსს აქედან გადის – 186, ხოლო აჭარაში – 75. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 78 პირი, აქედან თბილისში – 52 პირი , აჭარაში – 11. 1772 პირი მოთავსებულია კოვიდსასტუმროში, საიდანაც 1119 პირი არის აჭარაში, ხოლო 500 – თბილისში. 6 544 მკურნალობის კურსს გადის ბინაზე. ამ ეტაპზე, საკარანტინო სივრცეში იმყოფება 4 462 ადამიანი, აქედან თბილისში – 1007, აჭარაში -2215. 6-20 ოქტომბრის პერიოდში საზღვრიდან სასტუმროებში გადაყვანილია 6857 პირი. დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში გვყავს 21 703 პირი, საიდანაც თბილისში 3599 პირი იმყოფება, აჭარაში – 8808, იმერეთში – 3341. ეს არის ის სტატისტიკური მონაცემები, რომელიც 21 ოქტომბრის მდგომარეობით ასახავს ეპიდემიოლოგიურ ვითარებას ქვეყანაში“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

banner
წინა სტატიაშიეკატერინე ტიკარაძე : სასწრაფო გამოძახების ბრიგადებს აქვთ ორიდან სამ საათამდე დაყოვნება, რაც პანდემიის პერიოდში სრულიად ნორმალურია
შემდეგი სტატიაამირან გამყრელიძე : ვირუსს თავისი ბიოლოგიური ციკლი აქვს, სხვადასხვა გათვლებით, შესაძლოა, პანდემია ერთ წელში ჩაცხრეს