ეკატერინე ტიკარაძე : საარჩევნო უბნებზე ყველა ნორმა დაცულია, შეგვიძლია, თამამად მივიდეთ და არჩევანი გავაკეთოთ

admin
ავტ.: admin ოქტომბერი 29, 2020 11:10

ეკატერინე ტიკარაძე : საარჩევნო უბნებზე ყველა ნორმა დაცულია, შეგვიძლია, თამამად მივიდეთ და არჩევანი გავაკეთოთ

ყველა ნორმა დაცულია და შეგვიძლია, თამამად მივიდეთ არჩევნებზე და გავაკეთოთ ჩვენი არჩევანი, რაც უზრუნველყოფს ქვეყნის სტაბილურობას და დემოკრატიულ განვითარებას, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ განაცხადა.

მინისტრის თქმით, საარჩევნო უბნებზე ყველა ეპიდემიოლოგიური სტანდარტი დაცულია და მოქალაქეებს უსაფრთხოდ შეეძლებათ საკუთარი არჩევანი დაფიქსირება.

„მნიშვნელოვანია, რომ ყველა ჩვენმა მოქალაქემ, ყველა ნორმის დაცვით, მიიღოს გადაწყვეტილება და აუცილებლად მივიდეს არჩევნებზე. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა დღესდღეობით საქართველოსთვის. რამდენიმე თვეა, ცესკო-სთან ერთად, ჯანდაცვის სამინისტრო, ეპიდემიოლოგები და შრომითი უსაფრთხოების სამსახური დეტალურად მუშაობდნენ, როგორი უნდა ყოფილიყო გარემო, სადაც ჩვენს მოქალაქეს საშუალება ექნებოდათ, გაეკეთებინათ თავისი არჩევანი. ყველა ნორმა დაცულია და შეგვიძლია, თამამად მივიდეთ ნებისმიერი ასაკის მოქალაქე არჩევნებზე, გავაკეთოთ ჩვენი არჩევანი, რაც უზრუნველყოფს ქვეყნის სტაბილურობას და დემოკრატიულ განვითარებას“, – განაცხადა ტიკარაძემ.

admin
ავტ.: admin ოქტომბერი 29, 2020 11:10