ეკატერინე ტიკარაძე : კორონავირუსის მართვაში ჩართულ კლინიკებში, ამ ეტაპზე, მობილიზებულია 3 500 საწოლი და საჭიროების შემთხვევაში 2 ათასამდე კიდევ დაემატება

კორონავირუსის მართვაში ჩართულ კლინიკებში, ამ ეტაპზე, მობილიზებულია 3 500 საწოლი და საჭიროების შემთხვევაში 2 ათასამდე კიდევ დაემატება, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მინისტრის ინფორმაციით, დღეისთვის, კლინიკებში კორონავირუსით ინფიცირებული 2 200-მდე პაციენტია განთავსებული.

“ამ ეტაპისთვის მობილიზებული გვაქვს 3 500-მდე საწოლი. დღეის მდგომარეობით საწოლების მობილიზაცია კუთხით კვლავ აქტიურად მუშაობს ჯანდაცვის სამინისტრო და ამ ეტაპზე, თავისუფალი საწოლების მოცულობა არის, თუმცა ეტაპობრივად ჩაერთვებიან დამატებითი კლინიკები და საჭიროების შემთხვევაში, მობილიზებული იქნება 2 ათასამდე საწოლი. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ წარმატებულად ფუნქციონირებს ოჯახის ექიმების კონსულტაციები და კოვიდსასტუმროების ფუნქციონირება. აქტიური პაციენტების უმეტესი ნაწილი მკურნალობს კოვიდსასტუმროსა და ბინაზე. ასევე, დღეისთვის, მხოლოდ კლინიკაში განთავსებულია 2 200-მდე პაციენტი, რომლებიც მკურნალობას გადიან“, – განაცხადა ტიკარაძემ.

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსით შვიდი პაციენტი აჭარასა და თბილისში გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაამირან გამყრელიძე : ყველაზე მეტად საყურადღებოა სამი რეგიონი, მათ შორის დედაქალაქი, სადაც დღეს კორონავირუსის მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა