ამირან გამყრელიძე : ყველაზე მეტად საყურადღებოა სამი რეგიონი, მათ შორის დედაქალაქი, სადაც დღეს კორონავირუსის მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა

დღეს ყველაზე მეტად საყურადღებოა სამი რეგიონი, მათ შორის დედაქალაქი, სადაც დღეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა 297 შემთხვევა, რამაც მოიცვა 44 პროცენტი ახალი შემთხვევების, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, ბოლო ერთი თვის განმავლობაში ყველაზე ცხელი წერტილი ქვეყანაში იყო აჭარა, სადაც მუდმივად ფიქსირდებოდა მაღალი მაჩვენებელი, აჭარაში თანდათან არის ნიშნები სტაბილიზაციისკენ.

„დღევანდელი დილით 680 შემთხვევიდან, 189 არის აჭარაში, რომელმაც დაიკავა საერთო ინფიცირების 28 პროცენტი. მოგეხსენებათ, ბოლო ერთი თვის განმავლობაში აჭარაზე მოდიოდა ძირითადად 65-დან 70% პროცენტი ინფიცირებისა, მაგრამ ინფექცია გამოვიდა აჭარის გარეთ. დღეს ყველაზე მეტად საყურადღებოა სამი რეგიონი, მათ შორის დედაქალაქი, მთავარი სადაც დღეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა 297 შემთხვევა, რამაც მოიცვა 44 პროცენტი ახალი შემთხვევების. ასევე მაღალი ინფიცირების მაჩვენებელი იმერეთში, რომელიც ძირითადად ქუთაისის ხარჯზეა. 150 იყო ანუ 22 პროცენტი საერთო ინფიცირების. გვაქვს კახეთი ორი, მცხეთა-მთიანეთი ცხრა, სამეგრელო-ზემო სვანეთი სამი, სამცხე-ჯავახეთი ერთი, ქვემო ქართლი 11, შიდა ქართლი 12“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

banner
წინა სტატიაშიეკატერინე ტიკარაძე : კორონავირუსის მართვაში ჩართულ კლინიკებში, ამ ეტაპზე, მობილიზებულია 3 500 საწოლი და საჭიროების შემთხვევაში 2 ათასამდე კიდევ დაემატება
შემდეგი სტატიაქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 3 პაციენტი დაემატა 6 კი გამოჯანმრთელდა