ეკა მიშველაძე: პრეზიდენტის ოჯახის წევრი მზად არის, გამოძიებასთან ითანამშრომლოს

ეკა მიშველაძე - პრეზიდენტი არის ქვეყანაში ინსტიტუციების დაცვის გარანტი

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი საკუთარი ოჯახის წევრზე შესაძლო ზეწოლის ფაქტზე გამოძიების დაწყებას მიესალმება.

პრეზიდენტის პრესსპიკერ, ეკა მიშველაძის განცხადებით, პრეზიდენტის ოჯახის წევრი მზად არის შესაბამის ორგანოებთან ითანამშრომლოს.

“რადგან გამოძიება დაწყებულია, პრეზიდენტის ოჯახის წევრი, ვისაც ეხება ეს ყველაფერი, მზად არის, ითანამშრომლოს გამოძიებასთან. ამ წუთის ინფორმაციით, ასეთი კომუნიკაცია ჯერ არ ყოფილა” , – აღნიშნა მიშველაძემ.

შეგახსენებთ, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა 25 ივლისს განაცხადა, რომ ერთი თვის წინ, მისი ოჯახის წევრებზე ხდებოდა ზეწოლა. ეს განცხადება მან საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა, რომელმაც თავის მხრივ, რამდენიმე დღის წინათ განაცხადა, რომ მოსამართლეებზე ხორციელდება ზეწოლა. ამასთან დაკავშირებით, დღეს პროკურატურამ განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ გამოძიება დაიწყო.

banner
წინა სტატიაში“საქართველოს ბიუჯეტს უკან დავუბრუნებთ მოპარულ და გატანილ თანხებს უკანასკნელ თეთრამდე”
შემდეგი სტატია“პრემიერის გუნდში გარკვეული ძალები პოლიტიკური პროცესის სხვა მიმართულებით წაყვანას ცდილობენ”