“პრემიერის გუნდში გარკვეული ძალები პოლიტიკური პროცესის სხვა მიმართულებით წაყვანას ცდილობენ”

პრეზიდენტის პრეს-სპიკერ ეკა მიშველაძის განცხადებით, პრემიერის გუნდში, მისი გვერდის ავლით, გარკვეული ძალები პოლიტიკური პროცესის სხვა მიმართულებით წაყვანას ცდილობენ.

“გუშინ პრეზიდენტი შეხვდა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, რომელმაც მოსამართლეების კონკრეტული ზეწოლის ფაქტზე მოახსენა. გიორგი პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ეს არ ყოფილა პირველი შემთხვევა და მსგავს ფაქტებს ადრეც ჰქონდა ადგილი. გიორგი პაპუაშვილი ღია ეთერიდან საუბრობდა, თუმცა არც ძველ და არც ახალ ეტაპზე გამოძიება არ დაწყებულა. პრეზიდენტის აზრით, როდესაც ეს ყველაფერი დღეს და გუშინ არ დაწყებულა, შესაბამისი ინსტიტუტები ადეკვატურ რეაგირებას ვერ ახდენენ. ვისმენთ, რომ საპროცესო გარიგება ფორმდება პირებთან, ვინც წლების განმავლობაში ფარულ მიყურადებას და პირადი ცხოვრების გადაღებით იყვნენ დაკავებულნი. ეს ყველაფერი სამართალდამცავი უწყებების მიმართ უნდობლობას აჩენს” , – განაცხადა მიშველაძემ.

როგორც მიშველაძემ აღნიშნა, პრეზიდენტის აზრით, უმაღლესი პირების მითითება არ უნდა იყოს საჭირო პროკურატურისთვის, რომ ფაქტებზე საჭიროა გამოძიების დაწყება.

banner
წინა სტატიაშიეკა მიშველაძე: პრეზიდენტის ოჯახის წევრი მზად არის, გამოძიებასთან ითანამშრომლოს
შემდეგი სტატიახათუნა ლაგაზიძე ხელისუფლებას ზეწოლაში ადანაშაულებს