,,ეკა კვესიტაძის გასაგონად,რომელიც არსებული ივანიშვილის ფონზე აცხადებს,რომ თურმე ,არ სურს ორბანი საქართველოში”-სააკაშვილი კვესიტაძეს

,,ეკა კვესიტაძის გასაგონად,რომელიც არსებული ივანიშვილის ფონზე აცხადებს,რომ თურმე ,არ სურს ორბანი საქართველოში და რაღაცნაირად ჩემზე მიანიშნებს-ვიქტორ ორბანი ჩემი მეგობარია,ჩვენ ბევრ რამეში განვსხვავდებით,მაგრამ ორბანის დროს უნგრეთის ეკონომიკა გადაიქცა ევროპის ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ ეკონომიკად,რაც კეთილად აისახება თითოეული უნგრელის კეთილდღეობაზე.”-ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე წერს.

მიხეილ სააკაშვილის თქმით,
ორბანით და სხვა მაგალითებით დაშინება ემსახურება მხოლოდ არსებული ჭაობის შენარჩუნებას

,,ბუდაპეშტში და სხვა ქალაქებში განხორციელდა ისტორიული ცენტრის აღდგენის სამუშაოები და დაიწყო მშენებლობის ბუმი,უფრო მეტი უნგრელი ბრუნდება,ვიდრე ტოვებს თავის ქვეყანას…ხო და,თუ არ გინდათ ორბანი,უყურეთ ივანიშვილს,ოღონდ სახლში წაიყვანეთ და ისე,საქართველოს კიდევ მიეცით განვითარების შესაძლებლობა!
ორბანით და სხვა მაგალითებით დაშინება ემსახურება მხოლოდ არსებული ჭაობის შენარჩუნებას და სწორედ ესაა ივანიშვილის თამაში და ყველას ვთხოვ,ნუ შეყვებით მას ამ თამაშში…”-წერს სააკაშვილი

banner
წინა სტატიაშიბათუმის სხვადასხვა კლინიკის მედიკოსები ექიმ ეკა ფუტკარაძეს მხარდაჭერას უცხადებენ
შემდეგი სტატიასაპენსიო სააგენტოში საინვესტიციო საბჭოს წევრთა ხელფასებთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებენ