საპენსიო სააგენტოში საინვესტიციო საბჭოს წევრთა ხელფასებთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებენ

საპენსიო სააგენტოში საინვესტიციო საბჭოს წევრთა ხელფასებთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებენ.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ საბჭოს დაკომპლექტებისთვის გამოცემა ფაინენშელ თაიმსში (Financial Times) განთავსებულმა განცხადების ტექსტმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.

„გვსურს, ავუხსნათ საზოგადოებას ვაკანსიის გამოქვეყნების ტექნიკური დეტალები და ნათელი მოვფინოთ მედიაში გავრცელებულ მცდარ შეფასებებს. Financial Times-ში ვაკანსიის გამოსაქვეყნებლად აუცილებელია მოინიშნოს გარკვეული ველები, მათ შორის სახელფასო დიაპაზონი. ვაკანსიის განცხადების განთავსებისას მოვნიშნეთ ყველაზე დაბალი სახელფასო დიაპაზონი (0-დან 60,000-მდე წლიური). მონიშნული გრაფა არ ნიშნავს, რომ სააგენტო ანაზღაურების სახით ამ დიაპაზონის მაქსიმალური თანხის გადახდას აპირებს”, – აცხადებენ სააგენტოში.

უწყების ცნობითვე, გასათვალისწინებელია, რომ საინვესტიციო საბჭოს წევრების კანდიდატების კვალიფიკაციის მიმართ სააგენტოს განსაკუთრებით მაღალი სტანდარტები აქვს დაწესებული.

banner
წინა სტატიაში,,ეკა კვესიტაძის გასაგონად,რომელიც არსებული ივანიშვილის ფონზე აცხადებს,რომ თურმე ,არ სურს ორბანი საქართველოში”-სააკაშვილი კვესიტაძეს
შემდეგი სტატიატრამპმა გოლანის მაღლობებზე ისრაელის სუვერენიტეტი აღიარა