ეკა გიგაური: შეიძლება მეჩვენება, მაგრამ მგონია დღეს მთელი დისკუსია იმაზეა მიმართული, როგორ გავაშარჟოთ თავად ეს სიტყვა “შერიგება”

პრეზიდენტის ინიციატივას ინგლისურად ქვია Reconciliation- რისი პირდაპირი თარგმანი შესაძლოა იყოს “შერიგება”, მაგრამ ეს სიტყვაც და პროცესიც თავის თავში ზოგადად გულისხმობს ეროვნულ შეთანხმებას, შეხების წერტილების მონახვას იმაზე, თუ რა უნდა ვაკეთოთ ერთად, რომ გამოვიდეთ ამ ჩიხიდან, წინ წავიდეს პროცესი და შესაბამისად, ქვეყანა.
ეროვნული შეთანხმების საგანი შესაძლოა ბევრი რამ იყოს და ეს პროცესიც შესაბამისად ბევრ საკითხს გულისხმობს. ეროვნული შეთანხმება თუ მოვახერხეთ, კარგია! თუ ვერ მოვახერხეთ, ცუდი!
შეიძლება მეჩვენება, მაგრამ მგონია დღეს მთელი დისკუსია იმაზეა მიმართული, როგორ გავაშარჟოთ თავად ეს სიტყვა “შერიგება”. “მე არავისთან მიჩხუბია და ვის შევურიგდე?” – აქტიური დისკუსია მიდის ამაზე და მგონი გვავიწყდება ის, თუ რამდენად რთულ ვითარებაში ვართ და რამდენად მნიშვნელოვანია დღეს კონკრეტული გამოსავალი ვნახოთ. თუ ვინმეს უკეთესი იდეა აქვს, რა თქმა უნდა ეგეც უნდა გაჭღერდეს და ყველამ ერთად უნდა განვიხილოთ.
ამ ინიციატივის პოზიტიურად დასრულებას ბევრი ფრთხილი ოპტიმიზმით უყურებს ჩემი ჩათვლით, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც მისი გულშემატკივარი ვარ.
ასე გაგრძელება უბრალოდ აღარ შეიძლება!
ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანია კონკრეტულ ნაბიჯებზე ვიკამათოთ და ერთად ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ მივაღწიოთ მიზანს (ყველა ვხვდებით, რომ ძალიან ბევრი წინააღმდეგობა შეიძლება ჰქონდეს ამ პროცესს). არ გადავფაროთ მნიშვნელოვანი მსჯელობა უმნიშვნელო საკითხებზე ფოკუსირებით, რაც ხშირად მოგვდის ხოლმე”,-„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაური

banner
წინა სტატიაში“ვინც კიდევ ვერ გაიგო ამ ბრძოლის არსი”… – ნიკა მელიას მიმართვა
შემდეგი სტატიადედაქალაქში ხვალ საახალწლო სოფელი გაიხსნება