ეკა გიგაური : მივესალმებით პრემიერობის კანდიდატის გადაწყვეტილებას იმ შემთხვევაში, თუ ზოგიერთი სამინისტრო საერთოდ გაუქმდება

მივესალმებით პრემიერობის კანდიდატის გადაწყვეტილებას იმ შემთხვევაში, თუ ზოგიერთი სამინისტრო საერთოდ გაუქმდება,- ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ხელმძღვანელმა, ეკა გიგაურმა განაცხადა.

მისივე თქმით, ადმინისტრაციული ხარჯი ძალიან დიდია და რამდენიმე სამინისტრო საჭირო არ არის.

„ძალიან დიდია ადმინისტრაციული ხარჯი. ჩვენნაირ პატარა ქვეყანას არ სჭირდება ამდენი უწყება და მივესალმებით პრემიერობის კანდიდატის გადაწყვეტილებას იმ შემთხვევაში თუკი ზოგიერთი სამინისტრო საერთოდ გაუქმდება. 3-4 სამინისტრო ქვეყანაში სულაც არ არის საჭირო. ჩემი პირადი პოზიციაა, რომ კულტურის სამინისტრო საერთოდ შესაძლებელია არ გვქონდეს. ალბათ, უნდა განიხილებოდეს სასჯელაღსრულების სამინისტროს იუსტიციის სამინისტროსთან მიერთების საკითხი. ინფრასტრუქტურის სამინისტრო კარგი იქნება თუ ეკონომიკის სამინისტროს დაექვემდებარება“,- განაცხადა გიგაურმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კახიანი : კვირის ბოლომდე ახალი მთავრობა გვეყოლება
შემდეგი სტატიაშსს-მ „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალლდებით 6 პირი დააკავა