გიორგი კახიანი : კვირის ბოლომდე ახალი მთავრობა გვეყოლება

მიმდინარე კვირას ეს პროცესი დასრულდება და კვირის ბოლომდე ახალი მთავრობა გვეყოლება, – ამის შესახებ პარლამენტის საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა განაცხადა.

როგორც გიორგი კახიანმა აღნიშნა, ერთი დღე დაეთმობა საკომიტეტო განხილვებს და მინისტრობის კანდიდატებთან გაიმართება შეხვედრები.

„ერთი დღის განმავლობაში საპარლამენტო უმრავლესობა, უმცირესობებისა და ფრაქციების ფორმატში მოვუსმენთ მინისტრობის კანდიდატებს, ხოლო ამის შემდეგ პლენარულ სხდომაზე მოხდება მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება. შემიძლია გითხრათ, რომ მიმდინარე კვირას ეს პროცესი დასრულდება და კვირის ბოლომდე ახალი მთავრობა გვეყოლება”, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

banner
წინა სტატიაშითამარ ჩუგოშვილი : დღეს ცნობილი გახდება, რა შემადგენლობით წარმოადგენს მამუკა ბახტაძე მინისტრთა კაბინეტს
შემდეგი სტატიაეკა გიგაური : მივესალმებით პრემიერობის კანდიდატის გადაწყვეტილებას იმ შემთხვევაში, თუ ზოგიერთი სამინისტრო საერთოდ გაუქმდება