1.დღეს უკვე აშკარაა, რომ ლოგოზე და საავტორო უფლებებზე დავა ხელოვნურად მოხდა და მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურებოდა, საქმე კონკრეტულად მოსამართლე ურთმელიძესთან მოხვედრილიყო. დღევანდელმა ბლიც სასამართლო პროცესმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ეს. სასამართლოს პროცესზე მთლიანობაში დაიხარჯა 50 საათი, რაც არის სამ სრულ დღეზე ნაკლები.
2. საკონსტიტუციო სასამართლომ რომ გამორიცხა ამ ეტაპზე დაუყოვნებლივი აღსრულება ძალიან კარგია, რადგანაც არის დრო იმისთვის, რომ ზედა ინსტანციების სასამართლოებმა მაინც მოხსნან ყველა კითხის ნიშანი ქვედა ინსტანციის სასამართლოს პროცესთან და გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.
3. რუსთავის წილების გადაფორმება სხვადასხვა ეტაპზე კითხვის ნიშნებს ბადებს. განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ეს წილები ქიბარ ხალვაშის გახდა. ზუსტად ამიტომ მისი, როგორც კეთილსინდისიერი მფლობელის საკითხიც გასარკვევია.
4. წინა ხელისუფლების დროს მედიაზე ზეწოლა იყო აბსოლუტურად მიუღებელი და საქართველოს დემოკრატიისთვის გამოუსწორებელი ზიანის მიყენება, ამის დაშვება ამ ქვეყანაში აღარ შეიძლება.
5. ზუსტად ამიტომ ყოველთვის ვიქნები რუსთავი 2-ის ჟურნალისტების მხარდამჭერი, რადგანაც რუსთავის კრიტიკული მაუწყებლობა უნდა გადარჩეს. იგივეს ვიზამ ყველა კრიტიკული ტელეარხის მიმართებაშიც. ამიტომ ისინი ნებისმიერი ზეწოლისგან უნდა დავიცვათ, იქნება ეს დღევანდელი თუ ყოფილი ხელისუფლების წევრები თუ მათთან დაახლოებული პირები.
კიდევ ერთხელ სოლიდარობას ვუცხადებ რუსთავი 2 ის ჟურნალისტებს