დღეს ცხადზე ცხადია, რომ ურთმელიძემ შეასრულა ხელისუფლების დაკვეთა

ალექსი პეტრიაშვილი პროკურატურის ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას მოითხოვს

ალექსი პეტრიაშვილი პროკურატურის ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას მოითხოვს“თავიდანვე ცხადი იყო რომ ეს იყო ხელისუფლების გეგმა რუსთავი 2-ის ხელში ჩაგდების მიზნით”- ასე გამოეხმაურა საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თამაზ ურთმელიძის მიერ დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას თავისუფალი დემოკრატების ლიდერი ალექსი პეტრიაშვილი.

ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო სწორი ნაბიჯი და პროცესები მშვიდ კალაპოტში გადაიყვანა.

“მოულოდნელი არ ყოფილა მოსამართლის გადაწყვეტილება. თავიდანვე ცხადი იყო, რომ ეს იყო ხელისუფლების გეგმა რუსთავი 2-ის ხელში ჩაგდების მიზნით, ამიტომაც არაფერი გასაკვირი მთელი ამ პროცესის განმავლობაში არ ყოფილა. ჩვენ თავისუფალი დემოკრატები საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მივესალმებით. ამ გადაწყვეტილებას დამაწყნარებელი გამაყუჩებელი ეფექტი ექნება და აქვს უკვე რათა ეს პროცესი ნორმალურ დინებაში გადავიდეს. მოვუწოდებ რუსთავი 2-ს ყველა სამართლებრივი ბერკეტი გამოიყენონ. საერთაშორისო საზოგადოება რუსთავი 2-ის გარშემო მიმდინარე პროცესებს ადევნებს თვალს. მე არც იურისტი ვარ და არც რომელიმე მხარის ადვოკატი. დღეს ცხადზე ცხადია, რომ ურთმელიძემ შეასრულა ხელისუფლების დაკვეთა. რეალურად ჩვენ უნდა ვთქვათ, ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება, რომ მთლიანად სასამართლო სისტემა ამ წნეხის ქვეშ არის ხელისუფლების მხრიდან. რუსთავი 2-მა ყველა სამართლებრივი ბერკეტი უნდა გამოიყენოს, რომ დაიცვას საკუთარი უფლებები და დადგინდეს სიმართლე,”- განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგიგა ბოკერია გოგი თოფაძეს გულწრფელობაში „ოქროს მედალოსანს“ უწოდებს
შემდეგი სტატიაეკა გიგაური: “კიდევ ერთხელ სოლიდარობას ვუცხადებ რუსთავი 2- ის ჟურნალისტებს”