ეკა ბესელიას ფარულ ჩანაწერებზე სასამართლო განახლდა და გადაიდო

პოლიტიკოს ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების მოპოვება, გავრცელება შენახვის ფაქტზე დაკავებული 19 პირის პროცესი დღეს, 25 მარტს წელიწად-ნახევრის შემდეგ განახლდა, თუმცა მალევე გადაიდო. ამის მიზეზი ისაა, რომ 19 ბრალდებულიდან 13 სხდომას დისტანციურად ესწრებოდა და მათ ცუდი ხარისხის ინტერნეტი ჰქონდათ.

ბრალდებულების ნაწილი ამბობს, რომ პროცესი პოლიტიკურად მოტივირებულია.

“პოლიტიკურად მოტივირებული საქმეა მთლიანად. ონლაინ ჩართვები იყო, ინტერნეტის ხარვეზი იყო და ამიტომ პროცესი ჩაინიშნა 8-ში, იქნება გამოყოფილი დიდი დარბაზი სადაც ყველა ბრალდებული ვიქნებით შეკრებილი. მე პირადად ჩემ პოლიტიკურ აქტივობას ვუკავშირებ, მე ვარ აქტივისტი, ვაპროტესტებ უსამართლობა. პირადობები ყველას ჩამორთმეული გვაქვს, არ გვაქვს საზღვრის გადაკვეთის უფლება”, – ამბობს ბრალდებული გიორგი კასრაძე.

აქტივისტები უკვე დიდი ხანია ითხოვენ, რომ საგამოძიებო უწყებებმა ეკა ბესელია დაკითხოს, რომელსაც მათ წინააღმდეგ ჩვენება არ აქვს.

საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 2 წლის წინ დაიწყო, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 19 ბრალდებულს 5-დან 8 წლამე პატიმრობა ემუქრებათ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გუგავა – შელაგდით პარლამენტში და შეირგეთ გაყალბებული არჩევნები
შემდეგი სტატიამაშველებმა ხელოვნური კუნძულიდან წვრილფეხა პირუტყვი გამოიყვანეს